ოქროს კვეთა ლიტერატურაში
“გეომეტრიული სიმეტრიის” უკანასკნელ ბურჯს ხმელთაშუა ზღვის კულტურის არეალში შუა საუკუნეებში მომძლავრებული ქრისტიანობა წარმოადგენდა. კერძოდ, ქართული არქიტექტურა და სახალხო ხელოვნება. ამას გვიდასტურებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურის და ატენის სიონის ფრესკების ანალიზი, რომლებიც ქართველმა მხატვარმა პროფესორმა სერგო ქობულაძემ გააკეთა. მან პირველმა გააანალიზა ქართული ძეგლები “გეომეტრიული სიმეტრიის” თვალსაზრისით. უეჭველია, რომ ეს სისტემა გაბატონებული იყო ძველი ქართული სივრცითი ხელოვნების ყველა ძირითად სფეროში, რაც ეროვნული კულტურის მაღალ დონეზე მიუთითებს. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ყველა ეპოქის უბრწყინვალესი პოემა, შ. რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”. გ. წერეთელმა ო.კ.-ის საფუძველზე სცადა აეხსნა “ვეფხისტყაოსნის” ლექსთაწყობის საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, ვეფხისტყაოსნის თითოეულ სტროფში 4 კარედი და 16 მარცვალია. მათი საზღვარი ზუსტად სიტყვების გასაყარზე მოდის. ეს დაყოფა ნახევარკარედებში ორგვარია: 4/4 – სიმეტრიული და 5//3, ან 3//5 – ასიმეტრიული. პირველს მაღალი შაირი ეწოდება, მეორეს – დაბალი, რომელიც ო.კ.-ის პროპორციითაა აგებული (5,3//3,5; 3,5//5,3; 3,5//3,5; 5,3//5,3). მაგ.:
“გახარებოდა ხვარაზმშას // სიხარულითა დიდითა;”
“მიღწვიან, მომიგონებენ // დამლოცენ, მოვეგონები.”
თითოეული სტრიქონი ორი ნაწილისაგან შედგება. ვუწოდოთ მათ ნახევარსტრიქონები. ეს უკანასკნელები 8 მარცვლისაგან შედგება. საინტერესოა, რომ არა გვაქვს შემთხვევა, როცა სიტყვის ნაწილი ერთ-ერთ ნახევარსტრიქონშია, მეორე-მეორეში. თითოეულ ნახევარსტრიქონში ორ-ორი სიტყვაა-სამმარცვლიანი და ხუთმარცვლიანი. თუ შევეცდბით და 8-ს ოქროს კვეთის პროპორციით გავყოფთ, მიახლოებით 3 და 5-ს მივიღებთ
ოქროს კვეთა მუსიკაში
ნებისმიერ მუსიკალურ ნაწარმოებს გააჩნია დროში განფენილობა და იყოფა ”ესთეტიკურ საფეხურებად”. ნაწარმოების ცალკეული ინტერვალები ერთდება ”კულმინაციური მომენტით” და ოქროს კვეთის თანაფარდობაში იმყოფება.
ოქროს კვეთა ვლინდება ბეთჰოვენის ნაწარმოებების 97%-ში, ჰაიდნის ნაწარმოებების 97%-ში, მოცარტის - 91%-ში, შოპენის - 92%-ში, შუბერტის - 91%-ში. ოქროს კვეთა ვლინდება ასევე ბახისა და ვაგნერის ნაწარმოებებში.
ოქროს კვეთა და ქრისტიანული საგალობლები
წმინდა ანდრია კრიტელის ,,სინანულის კანონი’’
კანონის კომპოზიცია შუასაუკუნეების აზროვნების ერთ-ერთ თვისობრივ (ძირითად) პრინციპს ეყრდნობა. სამნაწილიანობა, საზოგადოდ, გავრცელებული ლოგიკაა ფორმის ქმნადობაში. მაგრამ აქ კიდევ ერთ სიმეტრიულ საყრდენთან გვაქვს საქმე. მეექვსე გალობის შემდეგ, კონდაკი აძლიერებს სიმძიმის ცენტრს, განაზოგადებს კანონის იდეას და ციკლის კულმინაციის ფუნქციას იძენს. კონდაკის შემდეგ, ბოლო სამ გალობაში სინანულთან ერთად სულიერი გადარჩენის იმედიც შემოდის, რაც ტექსტში ახალი აღთქმის მოვლენების დომინირებით, მუსიკაში კი დინამიკის შეცვლით გამოიხატება. ამ მიდგომით კრიტელის კანონი შეიძლება ორ არათანაბარ ნაწილად დავყოთ (6+3) და შუასაუკუნეების ესთეტიკის შესაბამისად, კონდაკი ,,ოქროს კვეთის” ადგილზე მოვიაზროთ. დაყოფა ხდება ისეთი ჰარმონიული შეფარდებით, როცა მთელის ორ ტოლ ნაწილად დაყოფისას მცირე ისე შეესაბამება დიდს, როგორც დიდი მთელს
No comments:
Post a Comment